ირაკლი კობახიძემ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს უმასპინძლა

29/05/2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ანდრიი პარუბს ვახშამზე უმასპინძლა. უკრაინელმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე საქართველოს 28 მაისს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ანდრიი პარუბი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0