ირაკლი კობახიძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

09/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
შეხვედრაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს დინამიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობა.
უნგრეთის ელჩის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და უნგრეთს მჭიდრო მეგობრული და დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, მისი საქმიანობის მთავარი ფოკუსი ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იქნება.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის არსსა და ძირითად ცვლილებებს შეეხო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორია ჰორვატს საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0