ირაკლი კობახიძემ შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებთან – როვანა პლამბთან და დორელ-გეორგე კაპრართან გამართა.
საუბრის ძირითადი თემა ორმხრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იყო. როვანა პლამბმა და დორელ-გეორგე კაპრარმა განაცხადეს, რომ რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და ასევე, მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გაცვლითი ვიზიტების, გამოცდილების გაზიარებისა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა. რუმინელმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს რუმინეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

Visited 118 times, 1 visit(s) today