ირაკლი კობახიძემ ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“ მოინახულა და მემორიალი გვირგვინით შეამკო

25/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ იერუსალიმში, წამებულთა და გმირთა ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი „იად ვაშემი“ მოინახულა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ჰოლოკოსტის მემორიალური მუზეუმი გვეუბნება, რომ ერთად უნდა ვიდგეთ მშვიდობისა და ადამიანის ღირსების დასაცავად. მადლიერები ვართ ჩვენი მასპინძლობისთვის. ებრაელ ხალხს ვუსურვებთ სულიერ სიძლიერეს. ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0