ირაკლი კობახიძეს IPU პრეზიდენტის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს

02/04/2017

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტმა, საბერ ჩაუდჰურიმ და გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუნგონგმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, ღონისძიებას საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0