ირაკლი კობახიძე ევროკავშირის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის იუსტიციისა და მომხმარებელთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენელს, ჯერონ ჰუიჯერს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები იყო. მხარეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ყურადღება, ასევე, გამახვილდა პროცესის გამჭვირვალობისა და ღიაობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ზოგადი პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლი უზრუნველყოფილი იქნება.

Visited 70 times, 1 visit(s) today