ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

30/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში – შაბთაი ცური მიიღო.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის, მათ შორის, მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა უახლოეს მომავალში დაგეგმილი ქნესეთის წევრებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ვიზიტის დეტალები განიხილეს.
საუბარი, ასევე, შეეხო 24-26 ოქტომბერს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს. მხარეების შეფასებით, ვიზიტი ძალზედ წარმატებული იყო და ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
მხარეები კოორდინირებულ მუშაობასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0