ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. მათი თქმით, აქტიურ ორმხრივ ურთიერთობას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ლიტვისგან იღებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია. თავის მხრივ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნად, რომელიც, ახალგაზრდა ლიდერებისა და თაობის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს დემოკრატიზაციასა და რეგიონულ განვითარებაში.

Visited 129 times, 1 visit(s) today