ირაკლი კობახიძე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს

12/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პროგრესული ალიანსის გამგეობის წევრად აირჩიეს. ირაკლი კობახიძესთან ერთად, გამგეობის წევრები არიან: გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტარი მარტინ შულცი, შვედეთის პრემიერ მინისტრი სტეფან ლოფენი, პორტუგალიის პრემიერ მინისტრი ანტონიო კოშტა, ავსტრიის კანცლერი კრისტიან კერნი და მსოფლიოს სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები. პროგრესული ალიანსი მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული და სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული. პარტია „ქართული ოცნება“ პროგრესულ ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0