ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი დაიგეგმა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, განისაზღვრა ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც აქტიური მუშაობა წარიმართება.
შეხვედრაზე შევთანხმდით, თუ რა ფორმატით, შემადგენლობითა და ინტენსივობით ვიმუშავებთ. შედგა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სასამართლოს თემებთან დაკავშირებით ინტენსიურად. განსაზღვრულია ის 4 ძირითადი თემა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებას. ეს არის ოთხი ძირითადი თემა, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Visited 76 times, 1 visit(s) today