ირაკლი კობახიძე სასულიერო პირის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

13/02/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა და დანაშაულის გახსნისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა. განცხადება ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. „მინდა, განცხადება გავაკეთო გუშინ და დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს ძალიან მძიმე დანაშაულის გახსნისთვის. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ძალიან მალე, ბოლომდე მივა ეს გამოძიება და საბოლოოდ გაიხსნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. ძალიან კარგია, რომ წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ და მინდა პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ოპერაციის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0