ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან-რენე კაზნევი ხელმძღვანელობს. საუბარი ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებს შეეხო, ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო.

Visited 115 times, 1 visit(s) today