ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოს პარლამენტისა და ევროკავშირის დელეგაციის დღის წესრიგზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის ახალ ფორმატებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

Visited 100 times, 1 visit(s) today