ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეების შეფასებით, ურთიერთობის განვითარების დინამიკა მზარდია, რასაც მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა.
ირაკლი კობახიძემ რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 152 times, 1 visit(s) today