ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან, კნუტ ფლეკენშტაინთან გამართა.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კნუტ ფლეკენშტაინს საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და არგუმენტები დეტალურად გააცნო.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ამ პროცესში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.
სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Visited 163 times, 1 visit(s) today