ირაკლი კობახიძე სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე დღეს სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, მელვინ ბოუვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. სურინამის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ სურინამი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. მხარეები, ამ მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სურინამის მხარე საქართველოში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. ირაკლი კობახიძემ მელვინ ბოუვას სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო და საქართველოს პარლამენტის სახელით, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილებს გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეები გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Visited 133 times, 1 visit(s) today