ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტთან შეხვედრა გამართა

20/01/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან აზიმ ახმედხაჯაევთან გამართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. მათი შეფასებით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დიდი პოტენციალი არსებობს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაც. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები სატრანზიტო მიმართულების განვითარებაზე აქტიურად იმუშავებენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ძვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0