ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უფსალაში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც განათლებას შვედეთის წამყვან უნივერსიტეტებში იღებენ.
ირაკლი კობახიძე სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.

Visited 169 times, 1 visit(s) today