ირაკლი კობახიძე ქართველ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებას ულოცავს

28/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქართველ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებას ულოცავს:
ქართველმა ჯარისკაცებმა ამჯერად სპორტულ არენაზე ასახელეს სამშობლო!
კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“, ავღანეთში დაშავებული ქართველი სამხედროები, 17 მონაწილე ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გავიდნენ და ოქროს მედალი მოიპოვეს.
გილოცავთ საქართველოს გამარჯვებას! საქართველო იგებს!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე

Tweet about this on TwitterShare on Facebook0