ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

01/04/2017

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. ირაკლი კობახიძე შვედეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია დღეს გამართულ შეხვედრაზე შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნურბან აჰლინმა. შვედეთის სამეფოს პარლამენტის სპიკერმა ქართველ კოლეგას ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და შვედეთის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ და ნურბან აჰლინმა საქართველო-შვედეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0