ირაკლი კობახიძე ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

29/08/2023

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ჯონათან ჯანოგლისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს შორის. ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0