ირაკლი მხეიძე სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

26/02/2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე, შრომის ინსპექციის სამსახურის, სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების თანამშრომლებს შეხვდა. ირაკლი მხეიძემ სააგენტოების ხელმძღვანელებთან მიმდინარე პროგრამები, სამომავლო გეგმები და არსებული გამოწვევები განიხილა. მინისტრის მოადგილემ თანამშრომლებს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო და განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმებისა და პროგრამების სრულყოფილად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, პროცესების ეფექტური მონიტორინგი და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0