ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში, ქალაქ ქარლაისში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

22/09/2017

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი და დელეგაციის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯში, ქალაქ ქარლაისში (პენსილვანია), საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული მმართველობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე და ტრანსატლანტიკურ საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0