ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში მდებარე ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელის“ საწარმო დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ონიანთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ კვარაცხელიასთან ერთად, რუსთავში მდებარე ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელის“ საწარმო დაათვალიერა და პროდუქციის დამზადების პროცესს გაეცნო.

სტუმრებს, კომპანიის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი, ირაკლი წერეთელი ესაუბრა.
კომპანია უახლოეს პერიოდში საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე საფირმო მაღაზიას გახსნის. ირაკლი წერეთელმა მიიღო ქალაქის მერის შეთავაზება, ჩაერთოს რუსთავის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და თავის მხრივ, გამოთქვა სურვილი, „გემრიელის” პროდუქციაზე განთავსდეს საიუბილეო ლოგო.

ხორცპროდუქტების კომპანია „გემრიელი“ მაღალი ხარისხის სოსისებს, სარდელებს, მოხარშულ და შებოლილ ძეხვეულს და სხვა დელიკატესებს აწარმოებს.

საწარმო ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
კომპანიას რუსთავის საწარმოში 70-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

Visited 297 times, 1 visit(s) today