ირაკლი ტაბაღუამ სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს მოადგილეები წარუდგინა

28/11/2017

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურების ხელმძღვანელებს დღეს მოადგილეები წარუდგინა. ირაკლი ტაბაღუამ პირველ მოადგილედ დავით კეკელიძე, ხოლო მოადგილედ გოჩა ლორია დანიშნა.
დავით კეკელიძე წლების განმავლობაში საბანკო სფეროში საქმიანობდა, ბოლო პერიოდში კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრიში მუშაობდა.
რაც შეეხება გოჩა ლორიას, მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები.
რუსთავის მერის მოადგილეების წარდგენას, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0