ირაკლი ტაბაღუა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

10/12/2017

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქველმოქმედო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი საქართველოს”, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ვეფხვაძეც ესწრებოდნენ, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მერიაში უკვე მოქმედი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან აღნიშნული პროგრამის განახლება იგეგმება. რუსთავის მერმა ხაზი გაუსვა არსებული პროგრამის დახვეწის პროცესში, მშობლებისა და მსგავს სოციალურ პროექტებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობასაც. მერის განცხადებით, თვითმმართველობა აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტისგან მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0