კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდნენ.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ქალაქის განვითარების სტრატეგიასა და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილმა მოქალაქეები მიიღო.
Visited 215 times, 1 visit(s) today