ირაკლი ქარსელაძემ კომპანია ტოდინს გაფრთხილება მისცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საზედამხედველო კომპანიის ინჟინერთან ერთად, კომპანია ტოდინის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია ტოდინი, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთსა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე არსებულ, არგვეთას სატრანსპორტო კვანძს აშენებს. სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთიხლება მიეცა.
კომპანიამ უახლოეს მომავალში უნდა წარმოადგინოს არსებული პრობლემების გადაჭრის გეგმა-გრაფიკი, თუ როგორ აპირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში პროექტის დასრულებას.
ზედამხედველის რეკომენდაციით, სამუშაოების წარმოებისას მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიას დაევალა სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.

„ჩვენი გუნდი აძლიერებს პროექტების მსვლელობის მონიტორინგს, რის შედეგადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მივიღოთ უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Visited 169 times, 1 visit(s) today