ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

06/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – კირიაკოს მიცოტაკისს ქალაქ გრანადაში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის – საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია; ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0