ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს – ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის სამეფოსთან ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება და გაღრმავდება, მათ შორის – ინვესტიციების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით. ნიკოლოზ რევაზიშვილი მიმდინარე წლის სექტემბრამდე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

Visited 13 times, 1 visit(s) today