ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა.
2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება.
Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი.

Visited 12 times, 1 visit(s) today