ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 20 დეკემბერს ეწვია.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, სხდომის დაწყებამდე კი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

Visited 19 times, 1 visit(s) today