ირაკლი შოთაძემ ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

25/10/2016

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, მის აღმატებულებას გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და ეუთოს მისიის დელეგაციის წევრები. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი შოთაძეს ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0