ირინა ფრუიძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, იოჰანეს დოუმას შეხვდა

27/09/2017

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე დღეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დოუმას შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები და ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობა ამ პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0