ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

02/11/2017

ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი ხელმძღვანელობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დენის ო’დონოვანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.

“მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0