ირმა ინაშვილი გორეინ ჯონკეზს შეხვდა

31/10/2017

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გორეინ ჯონკეზს შეხვდა. შეხვედრას, პოლიტიკური ანალიტიკოსი დიმაშ ალჟანოვი ესწრებოდა. საუბარი ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო.

„სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული დარღვევების შესახებ. ხაზი გავუსვით იმას რომ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული იყო დაკვირვების ახალი მეთოდი, რომელიც დამკვირვებლების მიერ სამაგიდო სიების კონტროლს ეხებოდა. ხაზგასმით აღინიშნა, ისიც რომ ეს არის ამომრჩეველზე და მის ნებაზე ზეწოლის ირიბი საშუალება, რაც დაუშვებელია. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ არაერთ ოქმში წარმოდგენილია დაუბალანსებელი მონაცემები, რომელიც საჩივრდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე სტუმრები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ეფექტურობით და საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართულობით დაინტერესდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ეუთოს წარმომადგენლები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას ბორჯომში დააკვირდებიან, სადაც პატრიოტთა კანდიდატი ლიდერობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0