ირმა ინაშვილი რუმინეთის საკონსულო განყოფილების უფროსს შეხვდა

09/10/2017

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილმა რუმინეთის საელჩოს მრჩეველთან, საკონსულო განყოფილების უფროსთან, ანისოარა მარია მიჰაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რუმინელი დიპლომატი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ შეხედულებებით დაინტერესდა.
ირმა ინაშვილმა რუმინეთის კონსულს ფრაქციის წევრების რუსეთის სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შეხვედრის ამსახველი სტენოგრამა გააცნო.
მანვე ანისოარა მარია მიჰაისთან ფრაქციის მიერ შემოთავაზებული ახალი პოლიტიკური ფორმატის საქართველო-ნატო-რუსეთის უსაფრთხოების ნორმებზე და საზღვრების დაცვის გარანტიებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0