იტალია ევროპას ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

23/03/2016

იტალიის პრემირ-მინისტრი მატეო რენცი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის მოწოდებას აკეთებს. “დღეს მათ შეტევა მიიტანეს ბელგიაზე, მაგრამ ამავე დროს შეტევა მიიტანეს ევროკავშირის დედაქალაქზე. თვეები, შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ”, – როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ რენციმ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა.

“ამჯერად ევროპა ბოლომდე უნდა მივიდეს, ჩვენ გვჭირდება ევროპული პაქტი, პაქტი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში”, აღნიშნა პრემიერმა, რომლის განმარტებითაც, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0