იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს

27/06/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადაგენილებაში“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-61 დადგენილებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის წევრებმა ასევე დადებითად შეაფასეს საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს და ამასთანავე, რამდენიმე ფიზიკური პირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილ საკითხებს თანხმობა მისცეს.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0