იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები მაიკლ გრანტს შეხვდნენ

17/08/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ის საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების დროს დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვას შეეხება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა კომიტეტი რამდენიმე თვეა ამ საკითხზე მუშაობს და ამ მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს.
მისი განმარტებით, ჯგუფის შექმნა განაპირობა 2017 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის ჩანაწერს – დაცვის მხარის მიერ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0