იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა

01/05/2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას ეხება. კანონპროექტი მზღვეველს (სადაზღვეო კომპანიას) ავალდებულებს სადაზღვევო საქმიანობის პროცესში ჰყავდეს აქტუარი – ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობის მიზანია მზღვეველის რისკების, მათ შორის, ეფექტური მართვის მეთოდების, ფინანსური გათვლების ვალდებულებების შესწავლა-ანალიზი.
მომხსენებლის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებს დაევალებათ, 2024 წლის 1 იანვრისთვის, სამეთვალყურეო საბჭოში შექმნან აუდიტის კომიტეტი და მის შემადგენლობაში შეიყვანონ დამოუკიდებელი წევრი. მისი თქმით, დაზღვევის სფეროში მზღვეველის მიერ სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, გაყიდვებისა და მომსახურების გაწევის დროს ნაკისრი ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგისთვის დამკვიდრდება იდუმალი (მისტიური) მყიდველის მეთოდი, რაც უკვე გამოიყენება ფინანსურ სექტორში. ​კანონპროექტის ხოლო ავტორია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0