იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსი“ ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა

02/04/2024

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსი“ ცვლილება განიხილა, რომელიც გენდერულ კვოტირებას და პარტიული სიების წარდგენას ეხება. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა. ცვლილება შედის, ასევე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშივილი, ვახტანგი მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0