იური ნოზაძე ნიდერლანდების სამეფოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

27/04/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ნიდერლანდების სამეფოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ბათუმში სასათბურე და სანერგე მეურნეობის წარმოებისა და აგროსასურსათო პროდუქციის ლოგისტიკური ცენტრის (ჰაბის) შექმნისა და აგრარულ დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობისთვის დარგის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტულია და სტუმრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი საკითხები გააცნო. იური ნოზაძემ სამინისტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და სტუმრების ყურადღება, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სასურსათო უსაფრთხოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, მელიორაციისა და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიმართულებებზე გაამახვილა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხევდრას ბათუმის პორტის ხელმძღვანელები, ასევე, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0