იუსტიციის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

17/10/2017

იუსტიციის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო; მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთში დაღუპული 25 ადამიანის ვინაობა დადგინდა.
დღეს, 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, ჩვენი დროის გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ესენი არიან:
1. გაბესკირია გურამ ნიკოლოზის ძე;
2. ალასანია მამია გიორგის ძე;
3. შენგელია არშაველი ფილიპეს ძე;
4. გეგელაშვილი ვახტანგი ვახტანგის ძე;
5. პაპუაშვილი გივი არჩილის ძე;
6. ბერუაშვილი ბადრი;
7. მაჩაიძე გოჩა იოსების ძე;
8. ფარცვანია ალექსანდრე დავითის ძე;
9. თათრიშვილი გოჩა გურამის ძე;
10. ლიპარტელიანი გენადი ვალიკოს ძე;
11. ჯორბენაძე თეიმურაზი ზურაბის ძე;
12. კვინიკაძე მერაბი კარლოს ძე;
13. სილაგაძე სერიოჟა პლატონის ძე;
14. სოფრომაძე ბესიკი მამიას ძე;
15. გოჩიაშვილი დავითი მიხეილის ძე;
16. აბსანძე თენგიზი გივის ძე;
17. ფარცვანია ვახტანგი კონსტანტინეს ძე;
18. გიგოლაშვილი ომარი ოთარის ძე;
19. ხახიაშვილი ნოდარი ვლადიმერის ძე;
20. ჭუჭულაშვილი ნუგზარი როლანდის ძე;
21. ნადირაძე შალვა მერაბის ძე;
22. მირზაშვილი კობა ნიკოლოზის ძე;
23. შარტავა ელგუჯა გივის ძე;
24. შალვაშვილი ხვიჩა იოსების ძე;
25. მოსიძე მარია ვასილის ასული.
მთლიანობაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, საქართველოს სახელმწიფომ უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტი ჩამოასვენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0