იუსტიციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ კომენტარს აკეთებს

01/09/2017

“რა თქმა, უნდა, ამ ინიციატივის გარშემო შეიძლება, პირველ რიგში, ითქვას, რომ 28 მარტის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაიხსნა უვიზო რეჟიმი ევროპის სივრცისკენ, მომართვიანობა არის გაზრდილი. დაახლოებით ერთნახევარჯერ მეტია დღეში ასეთი განაცხადების რიცხვი, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ იუსტიციის სამინისტრომ, სუს-თან თანამშრომლობით, უკვე მნიშვნელოვნად გაამკაცრა კრიტერიუმები და თუკი შევადარებთ წლევანდელ აგვისტოს შარშანდელ აგვისტოს, შარშან ჩვენ 70 მოქალაქეს ვუთხარით უარი, ხოლო გასულ თვეში, წლევანდელ აგვისტოს, 350 მოქალაქეს ეთქვა უარი უცხო ქვეყნისა იმაზე, რომ გამხდარიყო საქართველოს მოქალაქეც. ჩვენ გამკაცრების რეჟიმზე ვმუშაობთ რამდენიმე თვეა, ის კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს იმისათვის, რომ დინამიკა შევინარჩუნოთ სამართლიანი. კერძოდ, მას, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მას, ვინც სირთულისა და ბედუკუღმართობის გამო წავიდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ან იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებს, ადვილად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0