იუსტიციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

18/01/2019

საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა დღეს გაიმართა. თეა წულუკიანისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში შედგა.
21-23 იანვარს, პრეზიდენტის ვეროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე, სალომე ზურაბიშვილმა თეა წულუკიანთან სამართლებრივი საკითხები განიხილა. პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0