იუსტიციის მინისტრმა ჩეხ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

28/09/2017

იუსტიციის მინისტრმა ჩეხეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანი ჩეხეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0