იუსტიციის მინისტრმა ჩეხეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანი ჩეხეთის საელჩოში საზეიმო მიღებას დაესწრო და საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.
Visited 110 times, 1 visit(s) today