კავშირგაბმულობის კურსი დასავლეთ სარდლობაში

22/01/2016

სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის დანაყოფებს ხონში კავშირგაბმულობის მასშტაბური სწავლება ჩაუტარდათ. ტაქტიკურ-სპეციალურ საჩვენებელ წვრთნაში დასავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებიდან 68 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
სწავლებას გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური,სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ ნემსიწვერიძე და სწავლების საერთო ხელმძღვანელი სახმელეთო ჯარების G-6 სამართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ოთარ ბუგიანიშვილი დაესწრნენ.
კავშირგაბმულობის საველე სწავლების მიზანს კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების კავშირგაბმულობის სპეციალისტების მიერ საველე პირობებში საანტენოე მეურნეობის გამოყენების უნარ-ჩვევების სრულყოფილად შესწავლა და საანტენოე მეურნეობის გამოყენების პროცედურების უნარ-ჩვევების დანერგვა წარმოადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0