კალაურში სადგურის უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23/06/2017

სოფელ კალაურში სადგურის უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთლიანობაში უნდა მოასფალტდეს 803 მეტრი სიგრძის გზა. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ”სერპანტინი” ასრულებს. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებმა სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. სამუშაოები 28 აგვისტოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0